ისრაელმა შეწყვიტა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა მას შემდეგ, რაც ჰამასმა უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზის გაგრძელებაზე.
შეთანხმების პირველი ფაზა შუაღამისას ამოიწურა. ისრაელს ამ ფაზის გახანგრძლივება სურდა, დარჩენილი მძევლების დასაბრუნებლად.
ჰამასს კი მეორე ფაზის დაწყება სურს, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის რეჟიმი პერმანენტულით უნდა ჩაანაცვლონ და ისრაელის ძალებმა ღაზის ტერიტორია დატოვონ, რის შემდეგაც „ჰამასი“ დარჩენილ მძევლებს ისრაელს გადასცემს.
ჰამასმა ისრაელის მიერ ჰუმანიტარული დახმარების წვდომის შეჩერებას „ომის დანაშაული“ უწოდა და ისრაელი შეთანხმების დარღვევის მცდელობაში დაადანაშაულა.