დიდმა ბრიტანეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებას, რომლის თანახმად, ბრიტანეთი უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად 2,6 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს.
ხელშეკრულება ვოლოდიმირ ზელენსკისა და კირ სტარმერის შეხვედრის დროს გაფორმდა.
უკრაინის პრეზიდენტისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დაუნინგ სტრიტზე დასრულებულია.
ზელენსკი ლონდონში ვაშინგტონიდან დღეს ჩაფრინდა.
ზელენსკი ხვალ სტარმერის მიერ ორგანიზებულ ევროპელ ლიდერთა სამიტს დაესწრება. შეხვედრაზე განიხილება უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც ევროპას შეუძლია შესთავაზოს უკრაინას რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტი შეხვდება მეფე ჩარლზსაც.