შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები სასწრაფოდ უნდა შეიკრიბონ სამიტზე, რათა განიხილონ უკრაინის ომი და სხვა საერთო გამოწვევები.
The Guardian-ის ცნობით, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის ყოველი დაყოფა ყველას ასუსტებს და ეხმარება მათ, ვისაც სურს დაინახოს ამ ცივილიზაციის დაცემა.
„აუცილებელია სასწრაფოდ გაიმართოს შეერთებულ შტატებს, ევროპის ქვეყნებსა და მათი მოკავშირეებს შორის სამიტი, რომ გულწრფელად ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ჩვენი დროის დიდ გამოწვევებს, დაწყებული უკრაინიდან, რომელსაც ჩვენ ერთად ვიცავდით ბოლო წლებში“, - აღნიშნა მელონიმ.
28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა. სატელევიზიო კამერების წინ შეხვედრა ზელენსკის, ტრამპსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯედი ვენსს შორის კამათში გადაიზარდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ზელენსკისთან შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ ის უკრაინის და რუსეთის მომხრეა.
საბოლოოდ შეხვედრა ნაადრევად დასრულდა. პრეზიდენტებმა წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელი ვერ მოაწერეს, ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა.
ამის შემდეგ შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკი „არ იყო მზად მშვიდობისთვის“.
თეთრ სახლში გამართული დაძაბული შეხვედრის შემდეგ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა ევროპის ლიდერების დიდმა ნაწილმა.