უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის „ძალიან მადლიერია ამერიკელების მთელი მათი მხარდაჭერისთვის“. ამის შესახებ ზელენსკიმ Fox Newsთან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკიმ უპასუხა შეკითხვას, სურს თუ არა ბოდიში მოუხადოს დონალდ ტრამპს თეთრ სახლში ცხარე კამათის შემდეგ.
"არ ვარ დარწმუნებული, რომ რაიმე ცუდი დავაშავეთ. დემოკრატიისა და მედიის მიმართ მთელი პატივისცემით, ვფიქრობ, რომ მათ უნდა მოისმინონ უკრაინის პოზიცია."
მისივე შეფასებით, თეთრ სახლში კამათი კარგი არც ერთი მხარისთვის არ ყოფილა.
კითხვაზე, ნანობს თუ არა ზელენსკი მომხდარს, მან უპასუხა: „ვფიქრობ, ცუდი სიტუაცია იყო. მე ყოველთვის ღია ვარ მედიისთვის, მაგრამ ეს დახურულ კარს მიღმა უნდა მომხდარიყო. მე მინდა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა სწორად გაგვიგონ“.
გადაცემის წამყვანმა, ბრეტ ბაიერმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა, ავლენს თუ არა ის უპატივცემულობას დონალდ ტრამპის, ჯეი დი ვენსის ან ამერიკის მიმართ, რაზეც ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პატივს სცემს პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს.
„ჩვენ ერთ მხარეს უნდა ვიყოთ. მე პატივს ვცემ პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ღია და გულწრფელი უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე შეფასებით, თეთრ სახლში კამათი კარგი არც ერთი მხარისთვის არ ყოფილა.
„მე არ მინდა ჩვენი უდიდესი პარტნიორის დაკარგვა აშშ-ში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
კითხვაზე, იყო თუ არა ტრამპი ძალიან ახლოს პუტინთან, როგორც ამას ზოგიერთი დემოკრატი ამტკიცებს, ზელენსკიმ უპასუხა: „ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე“.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპმა თქვა, რომ მას სურდა შუაში ყოფნა, მაგრამ „მე მინდა, რომ ის უფრო ჩვენს მხარეს იყოს“.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არ შეუძლია რუსეთის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა.
„ჩვენთვის ისინი მკვლელები არიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა თეთრ სახლში დაბრუნებას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ „არა“.
მისივე თქმით, უკრაინას სურს მშვიდობა და დიპლომატია, თუმცა, მოლაპარაკებებში ჩართული უნდა იყოს ევროპა, ანუ, უნდა მოიცავდეს უკრაინას, რუსეთს, აშშ-სა და ევროპას.
„ჩვენ არ გვსურს ევროპის დაკარგვა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა თეთრ სახლში დაბრუნებას, ზელენსკი განაცხადა, რომ „არა“.