უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტ ტრამპს და კონგრესს შეერთებულ შტატებში წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ჩაშლისა და თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საჯარო დავის შემდეგ.
„მადლობა, ამერიკა, მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლობა ამ ვიზიტისთვის. მადლობა პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს. უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა და ჩვენ სწორედ ამისთვის ვმუშაობთ“, - დაწერა ზელენსკიმ X-ზე.