აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა გააგრძელებს ამერიკული იარაღის მიღებას, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ მარაგი უფრო მცირე იქნება იმის გათვალისწინებით, რომ მას სურს "ომი დაასრულოს".
ტრამპმა BBC-ის კითხვის პასუხად თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა ტრამპი "უკრაინაში მეტი იარაღის გაგზავნას, თუ მშვიდობა არ იქნება", მან თქვა, რომ აშშ არ აპირებს მეტი იარაღის გაგზავნას, არამედ "ომის დასრულებას".
"პასუხი არის დიახ. მაგრამ იმედია, ჩვენ არ მოგვიწევს ბევრი (იარაღის) გაგზავნა, რადგან მოუთმენლად ველი, რომ ეს სწრაფად დასრულდება", - დასძინა აშშ-ს პრეზიდენტმა.
პარასკევს, უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში მივიდა, რათა ხელი მოაწეროს დონალდ ტრამპთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას.