აშშ-ისპრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს ხვდება.
"ჩვენ შევძლებთ, ჩვენ მივაღწევთ ამას", - ტელეკომპანია CNN-ის თანახმად ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურალისტის შეკითხვაზე "შეძლებთ, თუ არა მიაღწიოთ სამშიდობო შეთანხმებას უკრაინაზე?".
სტარმერი შეერთებულ შტატებში ტრამპთან შესახვედრად ჩავიდა, რათა განიხილოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. ეს მისი პირველი ვიზიტია ვაშინგტონში ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ.
ამასთან, სტარმერი გახდა მეორე ევროპელი ლიდერი, რომელიც ამ კვირაში ტრამპს ხვდება. მანამდე ვაშინგტონში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩავიდა. პარასკევს, 28 თებერვალს, თეთრ სახლში დაგეგმილია ტრამპის მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელიც უკრაინული მედიის თანახმად უკვე გაემგზავრა უკრაინაში. ვარაუდობენ, რომ ტრამპი და ზელენსკი ხელს მოაწერენ უკრაინაში ბუნებრივი რესურსების მოპოვების შესახებ ერთობლივ შეთანხმებას.
ვიზიტამდე დიდი კირ სტარმერმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს, მხარი დაუჭიროს ევროპელ სამშვიდობოების განლაგებას უკრაინაში.