აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ბრძანება გაგრძელდეს რუსეთის წინააღმდეგ საგანგებო მდგომარეობა, რომელიც შემოღებული იყო 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ და მასთან დაკავშირებული სანქციების შეზღუდვები. შესაბამისი განკარგულება გამოქვეყნდება აშშ-ის ფედერალურ რეესტრში, 28 თებერვალს.
უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა 2014 წლის 6 მარტს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ბარაკ ობამას აღმასრულებელი ბრძანებით გამოცხადდა.
მას შემდეგ მისი მოქმედება რამდენჯერმე გაფართოვდა, კერძოდ, 2022 წლის 21 თებერვალს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა“.
გარდა ამისა, 2014 წლის დეკემბერში და 2018 წლის სექტემბერში აშშ-ს პრეზიდენტებმა დამატებითი სანქციები დააწესეს.
„ამ ბრძანებებში აღწერილი ქმედებები და პოლიტიკა კვლავაც უჩვეულო საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას“, - ნათქვამია ტრამპის ბრძანებაში.
ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბრძანება გასცა აღმასრულებელი ბრძანება 13660-ით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა „გახანგრძლივდეს 1 წლით“, ანუ 2026 წლის 6 მარტამდე.