საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი პარიზში შეხვედრისას ორმხრივ ურთიერთობებში ახალი თავის დაწყების შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს.
მაკრონმა, რომელიც სამშაბათს ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მერცი ოთხშაბათს პარიზში მიიღო.
„მიღწეულია მნიშვნელოვანი შეთანხმებები და საწყისები ერთობლივი ინიციატივებისთვის“, – ციტირებს გამოცემა წყაროს.
ფრიდრიხ მერცი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს რამდენიმე საათის წინ შეხვდა.
„ერთად ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ ევროპისთვის დიდ წარმატებას მიაღწიონ“, - დაწერა მერცმა ინსტაგრამზე.
ელისეის სასახლეში განაცხადეს, რომ მაკრონმა და მერცმა სამუშაო ვახშამი გამართეს, თუმცა შეხვედრის სხვა დეტალები არ წარმოადგინეს.
მედიის ცნობით, შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.