ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გურიის რეგიონში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გამართულ საკოორდინაციო შტაბის მორიგ სხდომას დაესწრო.
შტაბის სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით შესრულებული სამუშაოები, არსებული გამოწვევები დეტალურად განიხილეს და შემდგომში განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი, მათ შორის მეხანძრე-მაშველები შესაბამის უწყებების წარმომადგენლებთან კოორდინაციით დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სპეცტექნიკა.