საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტიქიის ზონაში ჩასული მოხალისეებისთვის ღირსების ორდენის მინიჭების ინიციატივით გამოდის.
„მოხალისეების ხელშია ეს ქვეყანა! ამ დროს თურმე კიდევაც აჯარიმებენ პროტესტში და ქვეყნის ყველა გასაჭირში მდგომ ადამიანებს. არაუშავს სიკეთე გაიმარჯვებს, აღდგომაც მოვა, და თქვენი ყველასი დრო. გამოვდივარ წინადადებით რომ ყველა ამ მშვიდობიან მებრძოლეებს მიენიჭოთ ღირსების ორდენი! ეს დრო ძალიან მალე მოვა!
პს. ზოგი “ძლიერი სპორტპარლამენტარი” იქ თოვლთან ჭიდილში თვალში ვერ მოხვდა. ბუდუ, მის ოჯახს მადლობა რომ სპორტის და სპორტსმენების სახესა და ღირსებას გვინარჩუნებთ!- წერს ზურაბიშვილი.