რუსეთის დელეგაცია სტამბოლში ჩავიდა, სადაც აშშ-ის გენერალური კონსულის რეზიდენციაში, საელჩოების მუშაობაზე მოსკოვისა და ვაშინგტონის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.
მოლაპარაკებები პრესისთვის დახურულ ფორმატში გაიმართება. დელეგაციების შემადგენლობა უცნობია.
„რია ნოვოსტი წერს“, რომ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მანამდე განაცხადა, რომ შეხვედრაში "მაღალი დონის დიპლომატები და ექსპერტები" მიიღებენ მონაწილეობას.
ისინი "გამოიკვლევენ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც დაგროვდა [აშშ-ს] წინა ადმინისტრაციის უკანონო ქმედებების შედეგად, ხელოვნური დაბრკოლებების შექმნით რუსეთის საელჩოს საქმიანობაში", რაზეც რუსეთს "პასუხის გაცემა მოუწია და ასევე შექმნა არასასიამოვნო პირობები მოსკოვში ამერიკის საელჩოს მუშაობისთვის“.
"ვფიქრობ, ამ შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით გაირკვევა, რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეგვიძლია წინსვლა", – განაცხადა ლავროვმა.