რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, გურიისა და იმერეთის რეგიონების მიმართულებით თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს.
როგორც ქარსელაძემ ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა, კლიმატური პირობებისა და თოვლის დიდი მოცულობის გამო, გამოწვევა კონკრეტული მიმართულებებით, ჯერ კიდევ არსებობს.
„უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია ტექნიკა და კიდევ ემატება სპეციალური ტექნიკის ერთეულები და ადამიანური რესურსი. საერთაშორისო და სახელმწიფოებრივ გზებზე ვაგრძელებთ გაწმენდით სამუშაოებს, რაც საშუალებას გვაძლევს, დაკავშირებადების პრობლემა არ იყოს. რა თქმა უნდა, ამავდროულად, არის კონკრეტული მდებარეობები, სადაც კლიმატური პირობებისა და თოვლის ძალიან დიდი მოცულობის გამო, რეალურად ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები. ამ მიმართულებითაც მობილიზებულია ბევრი საშუალება. ტექნიკასთან ერთად მოგეხსნებათ, ჩართულები არიან მაშველები, ჯარი. ამ რესურსების გამოყენების შედეგად გვაქვს წინსვლა. შეიძლება ითქვას, რომ კლიმატური პირობები გურიაში უპრეცედენტოა და სტიქიურ ხასიათს ატარებს. ამავდროულად, უხვი ნალექია, ინტენსიურად თოვს იმერეთში და შესაბამისად, იმერეთის მიმართულებითაც მობილიზებულია. იქაც უწყვეტი რეჟიმით ხდება თოვლის წმენდა“, - განაცხადა მინისტრმა.