მოქალაქეები 6 სხვადასხვა ადგილიდან მარშით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან.
მარო მაყაშვილის სახელობის მარში ვაკის პარკიდან დაიძრა.
ვალიკო ჯუღელის სახელობის მარში მარჯანიშვილის მეტროდან მიმდინარეობს.
გენერალ მაზნიაშვილის სახელობის მარში ავლაბრის მეტროდან დაიძრა.
მსვლელობა იმართება სხვა ლოკაციებიდანაც
საპროტესტო გაფიცვის შემდეგ 17:30-დან თბილისში მოქალაქეები 6 სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ.
ისინი მარშით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან.
დღეს უწყვეტი პროტესტის 90-ე დღეა.
ფოტო: პუბლიკა