საქართველოში რუსეთის იმპერიის ნარჩენები უნდა გავისტუმროთ ბოლომდე და დავასრულოთ ის გზა, რაც ასე გმირულად განვლეს ჩვენმა წინაპრებმა სხვადასხვა დროს, მათ შორის 1921 წლის 25 თებერვალს,” – ამის შესახებ განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა კოჯორში იუნკერთა მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
“104 წელი გავიდა იმის შემდგომ, რაც ჩვენმა წინაპრებმა გვაჩვენეს გმირობის მაგალითი რუსეთის იმპერიასთან უშეღავათო ბრძოლაში და დღეს ჩვენ ვართ ამ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე, როდესაც საბოლოოდ უნდა დამარცხდეს რუსული ბოროტების იმპერია საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში და სხვა ქვეყნებში და რუსული იმპერიის ხანა უნდა დარჩეს წარსულში და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რუსეთის იმპერიის ნარჩენები გავისტუმროთ და დავასრულოთ ის გზა, რაც ასე გმირულად განვლეს ჩვენმა წინაპრებმა სხვადასხვა დროს, მათ შორის 1921 წლის 25 თებერვალი არის ის პერიოდი, რომელიც არის ერთ-ერთი გმირული ეპოქა გამომდინარე იქიდან, რომ მართლა უშეღავათო ბრძოლაში ჩაერთნენ ოკუპანტებთან, მათ შორის იუნკრები და ძალიან ბევრი იმ დროინდელი მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენელი ადგილზე დარჩა და აქ ებრძოდა ოკუპანტს.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.