აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მზადაა თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს „ამ კვირას ან მომავალ კვირას“, რათა ხელი მოაწეროს წიაღისეულზე შეთანხმებას.
ტრამპმა ამის შესახებ 24 თებერვალს თეთრ სახლში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა.
ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღმიშნა, რომ უახლოეს მომავალში შეხვდება ზელენსკის.
„ის შეიძლება ჩამოვიდეს ამ კვირაში ან მომავალ კვირას, რათა ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას, კარგი იქნებოდა. სიამოვნებით შევხვდებოდი. ჩვენ შევხვდებოდით ოვალურ კაბინეტში“, - თქვა მან.
ამერიკის პრეზიდენტმა დასძინა, რომ კიევი და ვაშინგტონი "ძალიან ახლოს არიან საბოლოო შეთანხმებასთან იშვიათ ლითონებზე და სხვა საკითხებზე.
"და მას [ზელენსკის] სურს მოვიდეს, როგორც მე მესმის, ხელი მოაწეროს და ჩემთვის ეს შესანიშნავია“, - თქვა ტრამპმა.