რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის მესამე წლისთავზე დიდი ბრიტანეთი ახალ სანქციებს დააწესებს. იუწყება Reuters
ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ სანქციები გამიზნული იქნება იმ პირებისთვისაც, რომლებსაც რუსეთის მთავრობასთან მაღალ დონეზე აქვთ წვდომა.
საუბარია რამდენიმე მაღალჩინოსან პოლიტიკოსზე, ოფიციალურ პირზე და ბიზნესმენზე.
დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მდივანმა დენ ჯარვისმა განმარტა, რომ მისი გზავნილი მოსკოვში პუტინის მეგობრებისადმი მარტივი იყო: „დიდ ბრიტანეთში თქვენ ჩამოსვლას არ მიესალმებიან“.
„ზომები, რომლებსაც დღეს გამოვაცხადებთ, კარს უხურავს ოლიგარქებს, რომლებიც ამ უკანონო და გაუმართლებელი ომის დაფინანსებით რუსი ხალხის ხარჯზე გამდიდრდნენ“, - განაცხადა მინისტრმა.