ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა კიევში 24 თებერვალს დილით ჩავიდნენ.
"უკრაინაში, უკრაინის შესახებ, უკრაინასთან", - წერს კოშტა Х-ზე.
მან ასევე გამოაქვეყნა ფოტო კიევის რკინიგზის სადგურიდან ურსულა ფონ დერ ლეიენთან ერთად.
„რუსეთის სასტიკი შემოჭრის მე-3 წლისთავზე ევროპა კიევშია, ჩვენ დღეს კიევში ვართ, რადგან უკრაინა ევროპაა. გადარჩენისთვის ბრძოლაში მხოლოდ უკრაინის ბედი არ არის სასწორზე. ეს არის ევროპის ბედი“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი Х-ზე.