24 თებერვალს, ომის მესამე წლისთავზე უკრაინას 13 ქვეყნის ლიდერი ეწვევა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, კიევში გაიმართება სამიტი, რომელშიც ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
.„ჩვენ გვეყოლება 13 ლიდერი ოფლაინ რეჟიმში, ხოლო 24 ლიდერი ონლაინ.
აქ, კიევში იქნება ევროკავშირის ხელმძღვანელობა, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა, ბევრი დელეგაცია...
ჩვენი პლატფორმა "უკრაინა - Nordic-Baltic", ჩრდილოეთ ევროპის ლიდერები იქნებიან აქ", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის სტრატეგიაზე, ასევე უსაფრთხოების გარანტიის ფორმატებზე.