გერმანიის ეროვნულ საპარლამენტო არჩევნებში, ეგზიტპოლების მიხედვით ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ალიანსმა გაიმარჯვა.
გამოკითხვის თანახმად, კონსერვატორები, რომლებიც შედგებიან მერცის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისგან (CDU) და ქრისტიან-სოციალური კავშირისგან (CSU), ხმების 29%-ს აგროვებენ.
ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) - პარტია, რომელსაც აქვს ძლიერი ანტიმიგრაციული და პრორუსული პოზიციები - მეორე ადგილზეა 19.5%ით.
მესამე ადგილზე გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია 16%-ით.
შოლცის კოალიციის პარტნიორები, მწვანეები, 13,5%-ს აგროვებენ.
მემარცხენე პარტია კი, რომელსაც ბუნდესტაგში შესვლის შანსი არ მიეცა, 8,5%-ს აგროვებს.
შედეგების თანახმად, კონსერვატიულ ალიანსს კოალიციის ფორმირება მოუწევს.
რამდენი პარტნიორი ეყოლებათ კონსერვატორებს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი პარტია შევა ბუნდესტაგში.
ამის შესახებ არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის შედეგები ბუნდესტაგის არჩევნების ისტორიაში ყველაზე სუსტი აღმოჩნდა.
ამასთან, ულტრამემარჯვენე „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ ოთხ წელიწადში გააორმაგა თავისი მაჩვენებლები. მემარცხენე პარტიის წარმატება მოულოდნელი იყო - მას 2021 წელს ბუნდესტაგში მოხვედრა გაუჭირდა.