უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა გადადგეს, თუ ეს ნიშნავს მშვიდობას უკრაინაში, ან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ.
ზელენსკის პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, მზად არის თუ არა დატოვოს პრეზიდენტის პოსტი თი ეს მშვიდობის დამყარებისთვის იქნება საწირო.
„თუ მშვიდობა იქნება უკრაინაში, თუ ნამდვილად გჭირდებათ, რომ პოსტი დავტოვო, მაშინ მე მზად ვარ. მეორე ამბავი ის არის, რომ შემიძლია ნატო-ს სანაცვლოდ {პოსტი დავტოვო} თუ ასეთი პირობები იქნება,” - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის უკრაინის უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული „დღეს და არა 20 წლის შემდეგ“ და არ აპირებს „იყოს ხელისუფლებაში ათწლეულების განმავლობაში“.
"ამიტომ ეს არის ალბათ ჩემი ფოკუსი და ჩემი სასურველი ოცნება", - თქვა ზელენსკიმ.