ნიუ-მექსიკოს შტატის, ქალაქ ალბუკერკეში, კირტლენდის საჰაერო ძალების ბაზაზე სროლსა ერთი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა. სამხედროები ამტკიცებენ, რომ ინციდენტი არ იყო ტერორისტული აქტი ან უცხო პირების თავდასხმა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
ერთი ჯარისკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მკლავში დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ სროლა "ბაზის გარეთ დევნის" შემდეგ მოხდა.
სამხედროებმა აღნიშნეს, რომ მოსახლეობას საფრთხე არ შექმნია.
აშშ-ის საჰაერო ძალების სპიკერს არ დაუზუსტებია იყვნენ თუ არა მსროლელი ან მსროლელები სამხედროები. დაღუპულისა და დაჭრილის ვინაობა არ სახელდება.
„ინციდენტს აშშ-ის საჰაერო ძალების სპეციალური საგამოძიებო ოფისი იძიებს.
ალბუკერკის პოლიცია არ ეძებს არცერთ ეჭვმიტანილს,რაც დაადასტურა პოლიციის წარმომადგენელმა გილბერტ გალეგოსმა“, - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების სპიკერმა.