აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ „ჰამასმა“ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა მძევალი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის განადგურდება.
„ჰამასის“ მოპყრობა მძევლების მიმართ, ბიბასების ოჯახის სასტიკი მკვლელობის ჩათვლით, კიდევ უფრო მეტად ასახავს მათ სისასტიკეს და არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ტერორისტებმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ყველა მძევალი ან განადგურდნენ“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.