მედიის ცნობით, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში შეტაკებები მოხდა პოლიციასა და პრორუსული პარტია „აღორძინების“ მხარდამჭერ მომიტინგეებს შორის, რომლებიც თავს დაესხნენ ევროკავშირის მისიას ქვეყანაში.
ევროს შემოღების წინააღმდეგ პარტია “აღორძინების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით სოფიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის შენობისკენ გაემართნენ.
აქციის მონაწილეებმა შენობას კვერცხები, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, დასაღებავები შეასხეს, მათ ასევე შენობის კარის დაწვაც სცადეს.
ბულგარეთის პოლიცია ცდილობდა მომიტინგეების თავდასხმა ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობაზე და მოაწყო კორდონი მომიტინგეებსა და თავად შენობას შორის.
შედეგად, თავად სამართალდამცავები დაზარალდნენ.
ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა სტეფან ივანოვმა მოგვიანებით განაცხადა, რომ შეტაკების შედეგად 10 პოლიციელი დაშავდა, დაკავებულია ექვსი მომიტინგე.
საპროტესტო აქცია ეროვნულ ასამბლეას, მინისტრთა საბჭოსა და პრეზიდენტის რეზიდენციას შორის არსებულ მოედანზე ბულგარეთის ჰიმნის შესრულებით დასრულდა.
ბულგარეთის პრორუსული ულტრამემარჯვენე პარტია „აღორძინება“ ცნობილია იმით, რომ 2024 წლის დასაწყისშიმო მოსკოვში ვლადიმირ პუტინის პარტიის მიწვევით დელეგაცია გაგზავნა.