აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთად უნდა იმუშაონ უკრაინაში ომის დასასრულებლად. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.
ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია შეთანხმების ხელმოწერით და მოლაპარაკებები ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის 25 თებერვალს საუდის არაბეთში დაიწყება.
„ვფიქრობ, პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი უნდა შეხვდნენ. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა შევაჩეროთ მილიონობით ადამიანის მკვლელობა“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას აპირებს.
მან ასევე თქვა, რომ უკრაინასთან მინერალებზე შეთანხმება ახლოს იყო დასრულებასთან.