ამერიკული კონსერვატიული გამოცემა The New York Post, რომლის წაკითხვაც უყვარს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, გამოვიდა სტატიით, სადაც განმარტა, რომ ნამდვილი დიქტატორი არის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
The New York Post-ის 21 თებერვლის ნომერი გამოვიდა პუტინის დიდი ფოტოთი პირველ გვერდზე და სათაურით: „პრეზიდენტო ტრამპ: აი, ვინ არის დიქტატორი“.
თავად სტატია, რომელიც დუგლას მიურეის სვეტის ფორმატში გამოქვეყნდა, შეიცავს „10 ფაქტს უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ, რომელსაც ჩვენ უგულებელყოფთ ჩვენი საფრთხის ქვეშ“.
ფაქტი ნომერ პირველი ის არის, რომ ვლადიმირ პუტინმა დაიწყო ეს ომი, „მიუხედავად იმისა, რაც ტრამპმა თქვა რამდენიმე დღის წინ“, - ნათქვამია სტატიაში.