გერმანიის კანცლერის კანდიდატმა ოპოზიციური ბლოკიდან ("ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" და "ქრისტიან-სოციალური კავშირი") ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ შოკირებულია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ.
მას მიაჩნია, რომ ტრამპის სიტყვები „არსებითად კრიმინალის კლასიკური ჩანაცვლებაა მსხვერპლით“.
”ეს არის რუსული ნარატივი, ასე წარმოადგენდა პუტინი წლების განმავლობაში და სიმართლე გითხრათ, შოკირებული ვარ, რომ დონალდ ტრამპმა ახლა ის აშკარად თავად მიიღო”, - განაცხადა მერცმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელები შეთანხმდნენ ერთობლივ სტრატეგიაზე, რათა მოგვარდეს საკითხი "ძალიან, ძალიან სწრაფად".
მერცის თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილის თხოვნა არასწორი მიდგომაა. „ახლა ჩვენ საკუთარი წონა უნდა შევქმნათ“, - თქვა მერცმა.