რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში სამი ავიაბომბი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც 40 წლის ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა და ორი დაშავდა. ინფორმაციას ოქლის პროკურატურა ავრცელებს.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა, რომ ქალაქში დაზიანდა ცხრა კერძო სახლი და სამი არასაცხოვრებელი შენობა.
რუს სამხედროებს თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ფრონტისპირა ქალაქი კონსტანტინოვკა რეგულარულად ე ობომბება. უკრაინის ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.