შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გადასცა წიაღისეულზე შეთანხმების ახალი ვერსია, რომელიც ითვალისწინებს კიევის ზოგიერთ შენიშვნას.ამის შესახებ Axios უკრაინელ და ამერიკელ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ახალი ვერსიას წარმატების შანსი აქვს.
Axios-ის წყაროების თანახმად, ბოლო დღეებში უკრაინულ და ამერიკულ მხარეებს შორის გაგრძელდა მოლაპარაკებები "წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზე" და შეერთებულმა შტატებმა უკრაინას წარუდგინა განახლებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კიევის ზოგიერთ შენიშვნას.
ერთ-ერთმა წყარომ დააკონკრეტა, რომ შეთანხმებიდან ამოიღეს ზოგიერთი მუხლი, რომელიც უკრაინელებს შეშფოთებას იწვევს, კერძოდ ის, რომ დოკუმენტი ნიუ-იორკის სასამართლოს იურისდიქციას ექვემდებარება.
„ბოლო პროექტში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა და შეესაბამება უკრაინის კანონმდებლობას“, - განუცხადა წყარომ Axios-ს.
იმავე წყარომ განუცხადა პორტალს, რომ ზელენსკის რამდენიმე თანაშემწემ მოუწოდა ხელი მოეწერა განახლებულ წინადადებაზე, რათა თავიდან აეცილებინა ტრამპთან შემდგომი დაპირისპირება და მიეცათ მისთვის აშშ-ს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების საშუალება .
"უკრაინას სურს მოლაპარაკება მინერალებზე, ამიტომ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ", - განუცხადა Axios-ს თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა.