საქართველოში დავინახეთ პოლიტიკური რეპრესიების მკვეთრი ზრდა გასული წლის არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მესამე კომიტეტის მომხსენებელმა, კარინა ოდებრინკმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.
„ეუთო-ს ანგარიშმა ოქტომბრის არჩევნების შესახებ დაადგინა, რომ ამომრჩეველთა დაშინების შემთხვევებმა, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების დისბალანსმა და პოლიტიზებულმა მედია პროპაგანდამ, ყველაფერმა ერთად ხელი შეუწყო არჩევნებს, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს მოკლებული იყო. სავალალო სიტუაცია საქართველოში რჩება ტრაგიკულ უკუსვლად, სადაც ეუთო-მ არ უნდა დათმოს თავისი ძირითადი პრინციპები”, – აღნიშნა კარინა ოდებრინკმა. [მის განცხადებას პირველი არხი ავრცელებს]