აშშ-ში, სამხრეთ არიზონაში ორი მცირე თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. დაიღუპა ორი ადამიანი. ინფორმაციასAssociated Press ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საჰაერო უსაფრთხოების ფედერალურმა გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ თითოეულ თვითმფრინავში ორი ადამიანი იმყოფებოდა, როდესაც ისინი ერთმანეთს მარანას რეგიონალურ აეროპორტში შეეჯახნენ.
Cessna 172-ის ტიპის თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა, Lancair 360 MK II კი ა ასაფრენ ბილიკთან ჩავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
მარანას პოლიციის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ორი მსხვერპლი ერთსა და იმავე თვითმფრინავში იმყოფებოდა.