აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ ჩაშალა იშვიათი წიაღისეულზე შეთანხმება.
მისი თქმით, ეს გარიგება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდასაჭერად დახარჯული თანხის დაბრუნება შეძლებოდა.
ტრამპმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდასაჭერად 200 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, ვიდრე ევროპამ.
ტრამპის თქმით, ევროპა იძლევა ფულს გარანტიით და თანხებს უკან იღებს, ეს არის სესხის ფორმა. აშშ კი უბრალოდ გასცემს ფულს და არაფერს იბრუნებს.
„შეერთებულმა შტატებმა ევროპაზე 200 მილიარდ დოლარ მეტი დახარჯა [უკრაინის დახმარებაზე], ევროპის ფული გარანტირებულია, მათ უკან უბრუნდებათ ფული.
ჩვენ უბრალოდ ვაძლევთ ფულს და გვქონდა შეთანხმება იშვიათ ლითონებზე და სხვაზე, მაგრამ მათ [უკრაინელებმა] დაარღვიეს ეს შეთანხმება. ორი დღის წინ დაარღვიეს“,- აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია, მისი აზრით, ატარებდა არაეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკას, რაც საშუალებას აძლევდა ევროპულ ქვეყნებს მიეღოთ ფინანსური სარგებელი სათანადო გაცვლის გარეშე.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა მაიკ უოლცმა, უკრაინის მიმართ დონალდ ტრამპის ბოლო მკაცრი განცხადებების კომენტირებისას, გაიხსენა "რიტორიკის ესკალაცია" და "წინააღმდეგობა" უკრაინის მინერალებზე შეთანხმების დადებაზე.
კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან შეთანხმება იშვიათი მინერალების შესახებ უნდა შეიცავდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს.