ზელენსკისა და უკრაინის შესახებ ტრამპის განცხადება ყველაზე სამარცხვინოა, რაც აშშ-ის პრეზიდენტს ოდესმე გაუკეთებია, - ამის შესახებ X-ზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი წერს.
ბოლტონი ტრამპის განცხადებას ეხმიანება.
"ზელენსკისა და უკრაინის შესახებ ტრამპის განცხადება ყველაზე სამარცხვინოა, რაც აშშ-ის პრეზიდენტს ოდესმე გაუკეთებია. ჩვენ მიერ უკრაინის მხარდაჭერა ქველმოქმედება არასოდეს ყოფილა. ჩვენს ქვეყანაში ჩვენი ცხოვრების წესი დამოკიდებულია ჩვენს სიძლიერეზე საზღვარგარეთ, - წერს, ჯონ ბოლტონი.
დღეს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებებს, რომ მისი მხარდაჭერა უკრაინელებს შორის სავარაუდოდ 4%-ს შეადგენს. კონკრეტულად, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპი რუსული დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდა.
ამის შემდეგ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა და თქვა, რომ ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, რათა უკრაინა გადარჩეს, როგორც ქვეყანა.