„სამი პლუს სამი“ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის კარი საქართველოსთვის ღიაა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„თავიდანვე ყველა თანხმდებოდა, რომ გვაქვს 3+3 ფორმატი და გვესმის საქართველოს პოზიციის ეჭვები და ნიუანსი, მაგრამ საქართველოს წარმომადგენლების ადგილი ყოველთვის იქნება ამ ფორმატის შეხვედრების დარბაზში“, - განაცხადა ლავროვმა.
„3+3“ ექვსმხრივი პლატფორმაა, რომელიც ორი "სამეულის" შეხვედრას გულისხმობს. მასში შედიან აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო და რუსეთი, ირანი, თურქეთი. პირველი შეხვედრა 2021 წლის დეკემბერში გაიმართა, რომელსაც საქართველოს წარმომადგენლები არ დაესრნენ.
2024 წლის შემოდგომაზე გამართულ ბოლო შეხვედრაზე ქვეყნებმა გადაწყვიტეს საკონსულტაციო პლატფორმა „უფრო სტრუქტურირებულ ორგანიზაციად“ გადაექციათ. მაშინ მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ „3+3“ ფორმატის კარი ყოველთვის ღიაა საქართველოსთვის.