უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ უკრაინა გარე ზეწოლის მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ უკრაინა უკვე სამი წელია ტოტალურ ომშია და გადაიტანა ყველაზე საშინელი სამხედრო შეტევა ევროპის თანამედროვე ისტორიაში.
„უკრაინელმა ხალხმა და მათმა პრეზიდენტმა უარი თქვეს პუტინის ზეწოლაზე. ვერავინ აიძულებს უკრაინას დანებდეს. ჩვენ დავიცავთ ჩვენი არსებობის უფლებას“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სიბიჰას განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის უწოდა "დიქტატორი" არჩევნების ჩატარებაზე სავარაუდო უარის თქმის გამო.