აბუ-დაბის ინციდნეტის მონაწილე ლაშა გაბიტაშვილი ადასტურებს, რომ მთავარი პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი მისი ბიძაშვილია. მან ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველთან” ინტერიუში ისაუბრა, როდესაც წამყვანმა მას ჰკითხა იყო თუ არა იგი საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის ბიძაშვილი.
გაბიტაშვილმა უპასუხა, რომ მთავარი პროკურორი მისი ნათესავია, თუმცა ამ ინციდენტში მისი ჩართულობა არ მომხდარა.
„არაფერი კავშირი არ აქვს გიორგის ამ ინციდენტთან, მისი ჩართულობა არ ყოფილა. ჩვეულებრივად აღვძარი საქმე, მის სამსახურს, გენერალურ პროკურატურას ექნება ვალდებულება, გამოიძიოს ჩემზე თავდასხმა საქართველოში“, - განაცხადა გაბიტაშვილმა.
რაც შეეხება აბუ-დაბის ინციდენტს, გაბიტაშვილმა თქვა, რომ ამ ამბის შემდეგ ის მთავარმა პროკურორმა მოიკითხა, თუმცა ჩარევის მცდელობა არც ჰქონია.
მოიკითხვით მომიკითხა, ნათესაური ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ კავშირის გამო გამოძება სხვანაირად წავიდეს. დარწმუნებული ვარ წუხს იმაზე, რაც მოხდა ჩემს თავზე როგორც აბუ-დაბიში, ასევე თბილსიში“, - განაცხადა მან.