უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შესაძლო გაწევრიანება ნატო-ში სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან არ შეიძლება გამოირიცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ავღანეთის სცენარის „ტრაგედია“ განმეორდება, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ქვეყანა ნაჩქარევად დატოვა.
"არ მგონია, რომ ვინმეს აინტერესებდეს ავღანეთი 2.0. ეს არასწორი იქნება. შესაძლოა, ამის ავღანეთთან შედარება არ შეიძლება, მაგრამ მაშინ ადამიანის სიცოცხლისადმი პატივისცემის ნაკლებობამ გამოიწვია ტრაგედია," - განაცხადა ზელენსკიმ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ”ჩვენ გვახსოვს რა მოხდა ავღანეთში, როდესაც იქიდან ამერიკელები ნაჩქარევად გავიდნენ”.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკვე არსებობს გამოცდილება იმისა, თუ რა ხდება „როდესაც ვინმე ამთავრებს რაღაცას დაუფიქრებლად და ძალიან სწრაფად აგრძელებს გზას“.