უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩინეთს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყვნენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც მზად არიან აიღონ პასუხისმგებლობა უსაფრთხოების გარანტიებზე, უკრაინის დახმარებასა და რუსული აგრესიის შეწყვეტაზე. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
ზელენსკის ჰკითხეს, მზად არის თუ არა ჩინეთი განიხილოს სამშვიდობო პროცესის მონაწილედ.
"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მზად ვართ სერიოზული მოთამაშეების არსებობისთვის.
მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან იმ მომენტში იქნება ის, ვინც მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა როგორც უსაფრთხოების გარანტიებზე, ასევე დახმარებაზე, ასევე პუტინის შეჩერებაზე და უკრაინის აღდგენაში ინვესტიციების ჩადებაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთმა გამოხატა ინტერესი ზეწოლა მოახდინოს რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინზე, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ომი.
მან გაიხსენა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრიი სიბიჰასა და ჩინელ კოლეგას ვან იის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმაც.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის ლიდერებთან საუბარი, მოახდინონ პუტინზე ზეწოლა, რათა მან დაასრულოს ომი. ჩვენ პირველად ვხედავთ ჩინეთის ინტერესს [ომის დასრულების მიმართ]", - აღნიშნა ზელენსკიმ.