პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ამის შესახებ ოპოიციონერი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს და მარგუს ცაჰკნასთან ერტად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
გახარიას თქმით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ ისაუბრა.
შევხვდი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას, რომელთანაც გამოვხატე მადლიერება ესტონეთის ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისა და მკაფიო პოზიციისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის არალეგიტიმური „არჩევნების“ წინააღმდეგ.
განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკური კრიზისი და მისი გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებაზე. მინისტრს ავუხსენი, რომ უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეს თბილისის ქუჩები სავსეა საქართველოს მოქალაქეებით, რომლებიც პირველ რიგში უკანონო პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ესტონეთის მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში, - წერს გიორგი გახარია.