აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გუნდის წევრები უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში გაემგზავრებიან რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად. ინფორმაციას Politico რესპუბლიკელ კონგრესმენ მაიკ მაკკოლზე და აშშ-ის მთავრობაში ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს
როგორც იუწყებიან, საუდის არაბეთში ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ჩავლენ.
გამოცემის წყაროების თქმით, საუდის არაბეთში არ გაემგზავრება ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში კიტ კელოგი. ამასთან, ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიც არ არიან მიწვეული.