იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონიმ ხისტად უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მარია ზახაროვას, რომელმაც პარასკევს, 14 თებერვალს გააკრიტიკა ქვეყნის პრეზიდენტი.
იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ გასულ კვირას წაიკითხა ლექცია, სადაც მან ისაუბრა აგრესიულ ომებზე, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომი გამოიწვია.
„ეს იყო მესამე რაიხის პროექტი ევროპაში. ამჟამინდელი რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ იგივე ხასიათისაა“, - აღნიშნა მატარელამ. პარასკევს ზახაროვამ ეს სიტყვები გააკრიტიკა.
„უცნაური და სიველურეა იტალიის პრეზიდენტის ასეთი მკრეხელური ფაბრიკაციების მოსმენა, ქვეყანა, რომელმაც პირადად იცის რა არის სინამდვილეში ფაშიზმი“, - განაცხადა ზახაროვამ.
ჯობს იტალიის პრეზიდენტმა „იფიქროს იმაზე, რომ დღეს იტალია ნატო-ს სხვა ქვეყნებთან ერთად უკრაინაში ტერორისტულ, ნეონაცისტურ კიევის რეჟიმს თანამედროვე, მომაკვდინებელი იარაღით ამარაგებს, რითაც უპირობოდ მხარს უჭერს კრიმინალურ რეჟიმს ყველა დანაშაულში“, - განაცხადა ზახაროვამ.
მელონის თქმით, ეს არის მთელი იტალიელი ხალხის შეურაცხყოფა, რომელსაც წარმოადგენს სახელმწიფოს მეთაური.
„სრულ სოლიდარობას ვუცხადებ მთავრობას, პრეზიდენტ მატარელას, რომელიც ყოველთვის მტკიცედ გმობდა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას“, - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.