პროექტი "საქართველოსა პრეზიდენტი პასუხობს ხალხის კითხვებს" ფარგლებში ყველა მწვავე კითხვა დაისმება, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "პირველი საინფორმაციო კავკასიურის" ერთ-ერთმა დამფუძვნებელმა და არხის საინფომაციო სამსახურის უფროსმა ეკატერინე კოტრიკაძემ განაცხადა.
"ხვალ "პირველი საინფორმაციო კავკასიური" ეთერში პირველად გადის და გვინდოდა, რომ ჩვენი პირველი გადაცემა ყველასთვის საინტერესო ყოფილიყო. ამიტომ ვთხოვეთ პრეზიდენტ სააკაშვილს მოსახლეობის კითხვებზე სწორედ ჩვენი ეთერის საშუალებით ეპასუხა, რაზეც მან თანხმობა განაცხადა", - აღნიშნა კოტრიკაძრმ.
მისი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში პირდაპირი ჩართვები საქართველოს რამდენიმე რეგიონიდან მოხდება, ასევე პრეზიდენს კითხვებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სტუდიაში მიწვეული ჟურნალისტები დაუსვავენ, ხოლო მოქალაქებს საშუალება ექნებათ, როგორც ინტერნეტის, ასევე პირდაპირ ეთერში ტელეფონის საშუალებით დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.
გადაცემას ჟურნალისტები ეკატერინე კოტრიკაძე და ვახო სანაია წაუძღვებიან და ის საზოგადოებრივი ტელევიზიისა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ხოლო "პირველ საინფორმაციო კავკასიურზე" კი რუსულ ენაზე ითარგმნება.
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით დღეიდან ქართულ ტელეარხებზე ვიდეორგოლები იტრიალებს, რომლის საშუალებითაც დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ.
შეგახსნებთ, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობის კითხვებს მეორედ უპასუხებს, პირველად მსგვსი პროექტი 2009 წელს განხორცილდა.