საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 14 თებერვალს მიუნხენში გამგზავრებამდე, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდა.
როგორც ზურაბიშვილმა შედვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები წამოიჭრა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, სხვადასხვა სახელმწიფოების მაღალი დონის ხელმძღვანელებთან მიიტანს მთავარ გზავნილს, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში.
„შეხვედრაზე საინტერესო საკითხები წამოიჭრა, უფრო გეოპოლიტიკური კუთხით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ იქ მივიტანო, მითუმეტეს ეს არის უსაფრთხოების კოფერენცია, სადაც სხვადასხვა სახელმწიფოების მაღალი დონის ხელმძღვანელები იქნებიან და მათთან მივიტანო მთავარი გზავნილი, თუ რა ხდება საქართველოში, არა მხოლოდ დიქტატურა, რეპრესიები და რუსული რეჟიმი, არამედ ის, რომ აქ დგას საშიშროება, რეალურად საქართველოში რუსეთმა მოიგოს ის, რაც ვერასოდეს მოიგო და ეს იყოს პირველი ასეთი მარცხი დასავლეთისთვის, ევროპისთვის და ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის.
მე ვარ ძალიან დამუხტული და კმაყოფილი ამ შეხვედრებით, ეს გაგრძელდება ხვალაც და ზეგაც. ეს პლატფორმები, რომლებიც იქმნება, არის რეალურად პოლიტიკური პროცესი და ეს კორდინაცია, რომელიც დაიწყო, არის ის პროცესი, რომელსაც ყველა ელოდებოდა და ჩვენი, ყველასი ვალდებულებაა გავაძლიეროთ და ყველას დავეხმაროთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მანამდე სალომე ზურაბიშვილი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.