ცენზურისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის მორიგი მაგალითია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ტელეწამყვან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანზე X-ზე წერს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის მოამბის წამყვანობის შეჩერებაზე ცენზურისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის მორიგი მაგალითია. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც ხალხს ემსახურება, მხარს უნდა უჭერდეს მედიის დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს, რაც დაცული უნდა იყოს”, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 18:00-საათიან “მოამბეს“ აღარ წაიყვანს.