თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შაბათს ახალ ტარიფებს დაუწესებს მექსიკას, კანადასა და ჩინეთს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
თეთრის სახლის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დააწესებს 25-პროცენტიან ტარიფებს კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე და 10-პროცენტიან ტარიფებს ჩინეთიდან შესულ პროდუქციაზე.
„ხვალიდან ეს ტარიფები ძალაში იქნება.. ეს არის პრეზიდენტის მიერ გაცემული და შესრულებული დაპირებები“, -განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა.
მედიის ცნობით, კანადასა და მექსიკაში განაცხადეს, რომ მოამზადეს საპასუხო ტარიფების ვარიანტი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.