დღეს თბილისის მერიის ფორმიანმა თანამშრომლებმა ჩვენი აივნიდან გადაკიდებული ბანერი – “თავისუფლება თანამებრძოლებს" თვითნებურად ჩამოგლიჯეს, - წერს კლუბი "მტკვარზე" Instagram-ზე.
"დღეს თბილისის მერიის ფორმიანმა თანამშრომლებმა ჩვენი აივნიდან გადაკიდებული ბანერი – “თავისუფლება თანამებრძოლებს" თვითნებურად ჩამოგლიჯეს.
ღია კლუბში, რომელშიც მხოლოდ ჩვენი ხელოსანი იმყოფებოდა, მერიის რამდენიმე ფორმიანი წარმომადგენელი ყოველგვარი ოქმის წარდგენის გარეშე შემოიჭრა და ჩამოგლიჯა აივანზე გადაკიდებული ბანერი.
რეჟიმი უკან არაფერზე იხევს და ყველა ხერხით ცდილობს არსებული პროტესტის ტალღის ჩახშობას, მაგრამ ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ.
თავისუფლება თანამებრძოლებს!
თავისუფლება მზიას!" - წერს კლუბი "მტკვარზე".