ინტერნეტ-გიგანტის Gოოგლე-ის გენერალურ დირექტორად, აპრილში, დაინიშნება ლაპი პეიჯი, რომელიც კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებლად ითვლება.
აღნიშნულ თანამდებობაზე პეიჯი ერიკა შმიდტს ჩაანაცვლებს, რომელსაც Google -ის გენერალური დირექტორის პოსტი 10 წლის განმავლობაში ეკავა. შმიდტი კომპანიაში რჩება და ის მუშაობას დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გააგრძელებს.
Google -ის ხელმძღვანელობამ კომპანიის შიგნით საკადრო გადაადგილების შესახებ იმ დროს განაცხადა, როდესაც კომპანიის 3 თვის შემოსავლების შესახებ გახდა ცნობილი.
ამ პერიოდისათვის Google -ის მოგება 2,54 მლრდ. დოლარით გაიზარდა და საერთო შემოსავალმა 8,44 მლრდ. დოლარი შეადგინა.
ანალიტიკოსები პეიჯის დაწინაურებას გარკვეული სიფრთხილით ეკიდებიან.
"ვოლსტრიტი ამას ნეგატიურად მიიღებს, რადგანაც შესაძლოა კომპანიის შიგნით გარკვეული უთანხმოებები არსებობდეს"- აცხადებს UBS-ის წარმომადგენელი ბრაიან პიტცი. მისივე განმარტებით, პეიჯის დანიშვნა კომპანიის სტრატეგიას არ შეცვლის.
Google -ში საკადრო გადააგილებების შესახებ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, კომპანის აქციების ფასმა 2 %-ით აიწია.