აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადების საპასუხოდ დანიაში თქვეს, რომ გრენლანდია არ იყიდება. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში რუბიომ აღნიშნა, რომ ტრამპის სიტყვები არქტიკის რეგიონში, სადაც გრენლანდია მდებარეობს, უსაფრთხოების ვითარების შესახებ, ხუმრობაარ არის“.
”ჩვენ სერიოზულად ვგულისხმობთ - და ეს ასევე ეხება გრენლანდიას - რომ გრენლანდია არ იყიდება,” - თქვა რასმუსენმა.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების ინტერესები, როგორც რუბიომ ინტერვიუში გამოკვეთა, ემთხვევა დანიის ინტერესებს.
„თუ ჩვენ შეგვიძლია არსებითი დისკუსია ამ საკითხზე, მაშინ გამოსავალსაც ვიპოვით“, - განაცხადა მან.
რუბიოს კომენტართან დაკავშირებით, რასმუსენმა აღნიშნა, რომ „ამ ამბიციის არსი არის ის, რომ თუ შეერთებული შტატები უბრალოდ ფლობს მთელ მსოფლიოს, მაშინ ყველაფერი იქნება კონტროლის ქვეშ“.
”მაგრამ ეს არ მოხდება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ სხვა ფორმა, სადაც ჩვენ ერთობლივად შევძლებთ ამ ამოცანების შესრულებას”, - დასძინა რასმუსენმა.