სლოვაკეთის ხელისუფლება უკრაინაში მებრძოლი „ქართულ ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს ქვეყანაში შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და მას ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.
სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატუს შუტაი ეშტოკის განცხადებით, სლოვაკეთში შესვლა 10 ადამიანს ეკრძალება და ეს სია შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ შს მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აჩვენა ფოტო, რომელზეც მამუკა მამულაშვილთან ერთად არიან „ინიციატივა მშვიდობა უკრაინისთვის“ წარმომადგენელი ლუსი შტასელოვა და სლოვაკური გამოცემა Denník N-ის კომენტატორ მარტინ მ. შიმეჩკა.
რობერტ ფიცომ არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როგორ უნდა მოეწყო საპროტესტო აქციები უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურს სლოვაკეთში. სამაგიეროდ ფიცომ მედია ხელისუფლების დასასრულის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახურის (SIS) დირექტორის პაველ გაშპარის თქმით, დაზვერვის სამსახურმა დაადასტურა „ქართული ლეგიონის“ პირადი და ეკონომიკური კავშირები საჯარო სექტორთან და ოპოზიციასთან. მას არ დაუკონკრეტებია, რა კავშირებზეა საუბარი.
მან ასევე განაცხადა, რომ შეიქმნა „სპეციალიზებული ჯგუფი“, რომელშიც, გარდა ფარული თანამშრომლებისა, შედიოდნენ პოლიციისა და ფინანსური ადმინისტრაციის თანამშრომლები.