უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ექვსი თვის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს დაბლოკავს, თუ ბრიუსელი არ დაეხმარება უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის აღდგენაში. იუწყება Bloomberg
სანქციების განახლება საჭიროებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვან თანხმობას ყოველ ექვს თვეში ერთხელ.
ორბანის თქმით, მას გარანტირებული ჰქონდა გაზის ტრანზიტის აღდგენა.
უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში მან თქვა, რომ უნგრეთმა სავარაუდოდ მიიღო გარანტია ევროკავშირისგან ამ კვირაში უკრაინის გავლით ტრანზიტის აღდგენის შესახებ.
მისივე თქმით, უკრაინის გადაწყვეტილება რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შესახებ მიუღებელია.
„მიუღებელია, რომ უკრაინა უარს ამბობს თავის ტერიტორიაზე რუსული გაზის გატარებაზე ცენტრალური ევროპისკენ, რითიც იწვევს გაზის ფასების ზრდას, რაც, თავის მხრივ, ყველაფრის, მათ შორის საწვავის გაძვირებას იწვევს. ისინი თუ არ შეასრულებენ პირობებს, ჩვენ არა მხოლოდ დავაყენებთ სანქციების გაუქმების საკითხს, არამედ გავაუქმებთ კიდეც მათ“, – განაცხადა ორბანმა.